
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროკავშირის კიბოს დაძლევის გეგმა, რომელიც ევროპული კომისიის მიერ დღეს ჩაეშვა მოქმედებაში, ხელმისაწვდომი უნდა გახდეს საქართველოსთვის და ევროკავშირთან ასოცირებული სხვა პარტნიორებისათვის.
საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნული ინიციატივით დღეს, 4 თებერვალს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის მიერ ორგანიზებულ ონლაინფორუმზე გამოვიდა.
"ჩვენ ამ გეგმის მონაწილე უნდა ვიყოთ. საქართველო მზადაა შეუერთდეს ამ ინიციატივას და ევროპულ რეგიონთან გააერთიანოს ძალები", - განაცხადა მან.
საქართველოს პრეზიდენტმა კიბოს წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედებისათვის, ყველა სახელმწიფოს ლიდერს ერთად დგომისა და ერთობლივი მოქმედებებისაკენ მოუწოდა.