წელიწადი და კიდევ ცოტა მეტი პირბადის ტარება დაგვჭირდება - გავითავისოთ ეს! - გამყრელიძე

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი კორონავირუსთან ბრძოლის მთავარ იარაღად ისევ პირბადეს ასახელებს და ამბობს, რომ კიდევ წელიწადზე მეტი მოგვიწევს მისი ტარება.

რაც შეეხება აცრას, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, აუცილებელია მოსახლეობის 70%-ის აცრა:

ყველამ უნდა ვატაროთ პირბადე, რაც გახლავთ მთავარი დამცავი საშუალება. ჩვენ წელიწადი და კიდევ ცოტა მეტი პირბადის ტარება დაგვჭირდება - გავითავისოთ ეს! სანამ მოსახლეობის 70% არ აიცრება და ვირუსზე მოქმედების ეფექტური წამალი არ დამტკიცდება, პირბადე, ხელების ხშირი დაბანა, დისტანციის დაჭერა და ასე შემდეგ აუცილებელი იქნება. ამას უნდა შევეგუოთ" - ამბიბს გამყრელიძე.

შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით კი NCDC-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ინფიცირების მაჩვენებლის რაოდენობის ზრდის რისკი არსებობს და საზოგადოებამ არ უნდა შეიქმნის ილუზია, რომ კორონავირუსი დამარცხდა.

საქართველოს მთავრობამ დღეს, 4 თებერვლას შეზღუდვების შემსუბუქების ახალი ტალღა დააანონსა - რა შეზღუდვები მოიხსნება 8 და 15 თებერვლიდან
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი