საქართველოს მთავრობამ დღეს, 4 თებერვლას შეზღუდვების შემსუბუქების ახალი ტალღა დააანონსა. პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4%-ს ჩამოცდა, რაც მათ შესაძლებლობას აძლევთ "თამამად, მაგრამ ფრთხილად" გააგრძელონ შეზღუდვების შემსუბუქება.
კერძოდ:
მიუხედავად ამისა, შაბათ-კვირას, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა შეზღუდვა ისევ იმოქმედებს. გარდა ამისა, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა ამ ეტაპზე არ იგეგმება. არ გაიხსენბა კერძო და საჯარო ბაღებიც.
პრემიერმა აღნიშნა, რომ შეზღუდვების უფრო სწრაფად შემსუბუქება ზრდის, როგორც თითოეული მოქალაქის, ისე ბიზნესის, კონკრეტული კომპანიებისა და ორგანიზაციების პასუხისმგებლობას.
"თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ რაც უფრო თამამად ვამსუბუქებთ შეზღუდვებს, მით უფრო მეტი პასუხისმგებლობაა თითოეული ჩვენგანის იმისთვის, რომ აუცილებელი წესები დაციცვათ. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, არაგონივრული, არაფრთხილი, სწრაფი შეზღუდვების მოხსნა, გაუქმება, არის პირდაპირი გზა ამ შეზღუდვების თავიდან დაწესების", - თქვა მან.
ასევე, დღევანდელ სხდომაზე მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევისთვის ჯარიმა გაორმაგდეს. ხოლო ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც წესებს მიზანმიმართულად დაარღვევს მთავრობისგან დახმარებას ვეღარ მიიღებს.
აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 583 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 671 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 19 პაციენტი გარდაიცვალა. მთავრობის მონაცემებით, დადებითობის მაჩვენებელი შემდეგია: დღიური - 3,51%, ბოლო 14 დღის - 4,41% ბოლო 7 დღის - 3,79%.