შსს ფოთში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულია 1986 წელს დაბადებული შ.პ.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 2021 წლის 4 თებერვალს ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, წარსულში არსებული დაპირისპირების გამო, 1978 წელს დაბადებული გ.ა. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად შ.პ. მომხდარიდან მალევე, ფოთში დააკავა - აცხადებენ შსს-ში
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს და დანაშაული 7- დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მკვლელობა ფოთში დღეს, 4 თებერვალს მოხდა. 43 წლის გურამ ახალაია მანქანაში ჩაცხრილეს.