ტროლ/ბოტების შესაძლო მეთაურია შსს-ს მაღალჩინოსანია - სკანდალური მტკიცებულება

გამოქვეყნდა:

ნაციონალური მოძრაობის წევრს სატელეფონო საუბარში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ზურაბ გავაშელიშვილი, ემუქრება. ძალოვანი პოლიტიკოსს მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ გაარკვია, რომ იმ ვებ-გვერდის უკან, რომელიც პარტიის წევრებზე დეზინფორმაციას ავრცელებს, გავაშელიშვილი დგას.

ნაციონალურმა მოძრაობამ ახალი სახეები 30 იანვარს წარადგინა, 1 დღის შემდეგ კი სოციალურ ქსელში ახალი გვერდი, სწორედ ამ წევრების ანტიპიარისთვის შეიქმნა.

სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვებ გვერდთან უარყოფს, თუმცა საპირისპიროს ამტკიცებს ფაქტები. ახლა მთავარი კითხვა ის არის, ექნება თუ არა რეაგირება სამინისტროს მისსავე რიგებში მყოფი მაღალჩინოსნის კანონდარღვევაზე.

ნაციონალურ მოძრაობაში ფიქრობენ, რომ ქართული ოცნება მათი პარტიის განახლებულმა შემადგენლობამ იმდენად შეაშინა, რომ ტროლ-ბოტებად უკვე ძალოვან უწყებას იშველიებს და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისთვის ახალი და არაკანონიერი გზა იპოვა.

ავტორი: დეა მამისეიშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი