"ოცნება" გაყალბებული არჩევნების გამოსაძიებლად საპარლამენტო კომისიას ქმნის

გამოქვეყნდა:

ოცნების ერთპარტიული პარლამენტი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას მომავალ კვირას შექმნის. ბიძინა ივანიშვილის გუნდი აანონსებს რომ გამოიძიებს გაყალბებული არჩევნების იმ შედეგებს, რომელიც თვითონვე გააყალბა. კომისიას ქართული ოცნება ისე ქმნის რომ მისი მთავარი მოთხოვნა, შემადგენლობაში უმრავლესობას ოპოზიცია წარმოადგენდეს, ვერ შესრულდება.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ამ ფარსში მონაწილეობას არ მიიღებენ. მათთვის გაუგებარია 3 თვის შემდეგ რა უნდა გადაამოწმოს ქართულმა ოცნებამ, რადგან ყველა ოქმი უკვე ჩასწორებულია და ოცნება საგამოძიებო კომისიაშიც იმ სასურველ შედეგს მიიღებს რასაც მოისურვებს.

ოცნებამ კი დღეს ახალი საერთო გზავნილით გამოვიდა და ოპონენტებისგან მოითხოვა არჩევნების გაყალბება დაივიწყონ.

რამდენიმე დღის წინ პარლამენტში შესული ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ კომისიის მუშაობაში იმ შემთხვევაში მიიღებს მონაწილეობას, თუ მას ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო შეუერთდება. 

ისევ გაურკვეველია მეხუთე რაუნდის გამართვის ბედი.

ივანიშვილის გუნდმა დღეს პარტია მოქალაქეების წევრთან ერთად დღეს საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ საარჩევნო რეფორმის მიზნით სპეციალურ სამუშაო ჯგუფს  შექმნიან. სპეციალური ჯგუფის თანათავმჯდომარეები ოცნებიდან შალვა პაპუაშვილი, პარტია „მოქალაქეებიდან კი ლევან იოსელიანი იქნებიან.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი