ლენტეხში დაინფიცირებული პირი ე.წ. ფულის კლასტერთანაა კავშირში – „მთავარმა“ სქემა გაშიფრა

გამოქვეყნდა:

„მთავარმა არხმა“ გაშიფრა სქემა, როგორ გადასწვდა ფულის კლასტერი ახლა უკვე სვანეთს. პაციენტი ლენტეხიდან ეროვნული ბანკის იმ თანამშრომლებთანაა დაკავშირებული, რომლებიც ფულის საცავში დაინფიცირდნენ.

სქემა კი ასეთია - ერთერთი მამაკაცი, რომელიც ეროვნულ ბანკში მუშაობდა, კორონავირუსით სწორედ  ფულთან კონტაქტის შემდეგ დიანფიცირდა. მამაკცმა ვირუსი გადასდო მის მეუღლეს, რომლისგანაც კოვიდ 19 უკვე მის ძმას გადაედო. ის თბილისში ცხოვრობს. ამის შემდეგ 53 წლის მამაკაცი მიემგზავრება ლენტეხში, ლხინის სუფრაზე, სადაც ის 50 ადამიანთან ერთად აღნიშნავს დაბადების დღეს.

სვანეთეში ახლა პანიკაა. იქ ძირითადად მოხუცები არიან დარჩენილები, რომელიც მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ. მათ შორის ბევრია ისეთი, რომელიც კოვიდ19 თბილისიდან მიუდგომელ ლენტეხში გაექცა, ახლა კი ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდა.

სიცხე გაუზომეს ყველას, ვისთანაც თბილისიდან საქეიფოდ ჩამოსულ სტუმარს შეხება ჰქონდა. მათ, ვისაც ტემპერატურის მატება აღენიშნებოდა, ქუთაისში გადაიყვანეს. ხეობის შესასვლელში ხვალიდან მოეწყობა სპეციალური საკონტროლო გამშვები პუნქტი. ლენტეხის საავადმყოფო კი ცხელების ცენტრად გადაკეთდა. 

პანიკაა დიღომში, სადაც ინფიცირებული მამაკაცი ცხოვრობს. აქაურებმა მხოლოდ დღეს გაიგეს, რომ მათ მეზობელს კორონავირუსი დაუდგინდა. იმის მიუხედავად, რომ პაციენტთან ახლო კონტაქტში იყვნენ, ისინი ამ დრომდე არავის შეუმოწმებია და არც დეზინფექცია ჩაუტარებიათ.

კორონავირუსიანი მამაკაცი, რომელიც თბილისიდან ლენტეხში საქეიფოდ წავიდა, საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადმოყვანილი. მას პნევმონიის გართულებული ფორმა აქვს და კლინიკაში ადასტურებენ, რომ ეს შემთვევაც ეროვნულ ბანკთანაა დაკავშირებული.

ამრიგად კლასტერი, რომლის დაინფიცირების პირველწყარო სავარაუდოდ ფულია, დღეს ყველაზე უფრო დიდი და სახიფათო კერაა ვირუსის გავრცელებისა. ფულის საცავის თანამშომლებიდან კოვიდ 19 გადავიდა რუსთავის საკრებულოს დეპუტატზე, სასწრაფოს ექიმზე და კიდევ 20–ზე მეტ ადამიანზე. საჭირო საგანგებო ზომების მიღება 2 მუნიციპალიტეტში, ჯერ რუსთავში, ახლა კი უკვე ლენტეხში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი