
"მოძრაობა ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძე "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას პროკურატურაში დაბარებას ეხმაურება და წერს, რომ პრალამენტსა და პროკურატურაში "შემოიხედე გენაცვალეს" პრინციპი მოქმედებს.
"ახლა მელია დაიბარეს პროკურატურაში. მოქმედებს "შემოიხედე გენაცვალეს" პრინციპი; გინდა პარლამენტში და გინდა პროკურატურაში. პრინციპის აზრი: ყოველ დღის საინფორმაციოები დაიწყოს ამ ამბებით, პოლიტიკოსის მისვლა-გამოსვლა პარლამენტში ან პროკურატურა/სასამართლოში და ხელისუფლებას გადაატანინოს ქვეყნის ჩამოქცევით გამოწვეული რისხვა", - წერს ანა დოლიძე.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ 5 თებერვალს თქვა, რომ ნიკა მელიას უწყებაში იბარებენ, რისი მიზეზიც, გირაოს გადაუხდელობაა. პროკურატურაში ამბობენ, რომ მას დამატებით 1 კვირის ვადა მიეცა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აღკვეთი ღონისძიების პატიმრობით შეცვლას მოითხოვენ.