ცხინვალში რუსეთის დუმის დელეგაცია ჩადის

გამოქვეყნდა:

ცხინვალში დღეს რუსეთის საპარლამენტო დელეგაციას ელოდებიან, რომელსაც  ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩოვი უხელმძღვანელებს. ცნობილია, რომ  შეხვედრებზე იმ საკითხებზე ისაუბრებენ,  რომელთა გადაჭრაშიც ოკუპანტი საოკუპაციო რეჟიმს ეხმარება.

ასევე გაიმართება საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კომისიის სხდომა, თუმცა ცხინვალის ე.წ. პარლამენტი ფაქტობრივად არ ფუქნციონირებს, - პოლიტიკური კრიზისის გამო უკვე რამდენიმე თვეა  სხდომები არ ტარდება. კრიზისის მიზეზი კი ე.წ. დეპუტატების ულტიმატუმია. ისინი ძალოვნების მიერ მოკლული ინალ ჯაბიევის საქმის სამართლიან გამოძიებას და ე.წ. გენპროკურორის გადაყენებას მოითხოვენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი