
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია "ქართულ ოცნებას" მიმართავს და წერს, რომ ერთადერთი გამოსავალი აქვთ - იმეტის ეთერში ტელემარათონი გამოაცხადონ მისი გირაოს თანხის ასაგროვებლად.
"ივმართავ ქართული ოცნებას - ერთადერთი გამოსავალი გაქვთ. თქვენ თვითონ, ცხადია, ვერ მიაგნებთ, ამიტომ ისევ მე გეტყვით: იმედის ეთერში ტელემარათონი გამართეთ - „ნიკა მელიას გირაოს თანხის ასაგროვებლად“
სხვა გამოსავალი მართლა არ გაქვთ, წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა აღიაროთ რომ ბოლომდე უსუსურები ხართ!
პ.ს. მარათონის დასაქოქად პირველი შენატანები ოცნების დეპუტატებმა შეიტანონ, ლაშა ნაცვლიშვილსაც გააგებინეთ, ეგ თუ არა, მასში არსებული ბიძინა მაინც გაიღებს თანხას", - წერს ნიკა მელია.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ 5 თებერვალს თქვა, რომ ნიკა მელიას უწყებაში იბარებენ, რისი მიზეზიც, გირაოს გადაუხდელობაა. პროკურატურაში ამბობენ, რომ მას დამატებით 1 კვირის ვადა მიეცა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აღკვეთი ღონისძიების პატიმრობით შეცვლას მოითხოვენ.
ნიკა მელიამ განაცხადა, რომ გირაოს არ გადაიხდის და ვერც დაიჭერენ.