კულტურის სფეროს წარმომადგენლებს ორი ვერსია აქვთ, რატომ შეიძლება თეა წულუკიანის კანდიდატურას განიხილავდეს ხელისუფლება კულტურის მინისტრის პოსტზე - ის ვერ თმობს მინისტრის სკამს და მთავრობაც უკმაყოფილებს ამბიციებს, ან ხელისუფლებას ახლა გადაწყვეტილი აქვს მისი ყველაზე აგრესიული წევრის ხელით გააჩუმოს კულტურის სფეროს ის წარმომადგენლები, რომლებიც ხელისუფლებას აკრიტიკებენ
"სანამ არა არის ჯერ სულ გვიანი,
ნუთუ არა გვყავს ვინმე ჭკვიანი,
არა ბოროტი და ეჭვიანი,
როგორიც არის წულუკიანი..." - ასე ეხმაურება კოტე ყუბანეიშვილი წულუკიანის შესაძლო გამინისტრებას.
ადმიანი, რომელსაც კულტურასთან 15 წუთიც არ გაუვლია, ვერ შეძლებს კულტურის სფეროს მართვს- ამბობს მწერალი პაატა შამუგია.
უკვე 2 დღეა პეტიციას, რომელიც თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნის მოწინააღმდეგეები, სპეციალურ პეტიციას აწერენ ხელს, თუმცა აღნიშნავენ, რომ არ აქვთ იმედი, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება საზოგადოების აზრს გაითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და განათლების გაერთიანებული სამინისტრო ისევ იყოფა. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ წულუკიანს ჩააბარებენ კულტურის სამინისტროს.