ევროპარლამენტის საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრების საგანგებო მიმართვა პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძისათვის.
ევროდეპუტატებს ერთპარტიული პარლამენტისა და პოლიტიკური პროცესების მიმართ, ასევე, სხდომათა დარბაზიდან ნიკა გვარამიას პირადი ტელეფონის ნომრის გამოცხადებაზე უმწვავესი შეფასებები აქვთ.
ევროპარლამენტში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრები საგანგებო წერილში განსაკუთრებულ აქცენტს თეა წულუკიანის ქმედებაზე აკეთებენ და ახსენებენ ოცნებას ევროკავშირის ელჩის წვლილს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის პროცესში.
კონსტრუქციული დებატების წარმართვას ოცნებასთან ოპოზიცია ამ ეტაპზე საერთოდ გამორიცხავს, რადგან ბიძინა ივანიშვილის გუნდმა და შოთაძის პროკურატურამ ოპოზიციონერი ლიდერების დევნა და მათზე რეპრესიები განაახლა.
ოცნება კი თავს იმართლებს, რომ ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ ერთდროულად საქმეები პოლიტიკური მოტივით არ განუახლებიათ და პროკურატურა პროცედურებს მიყვება.