ხელოვანები თეა წულუკიანის წინააღმდეგ გამოდიან. კულტურის სამინისტროს წულუკიანისთვის ჩაბარება გაუგებარია ამ სფეროს წარმომადგენლების დიდი ნაწილისთვის და გადაწყვეტილებაშიც პოლიტიკურ კონტექსტს ხედავნენ. მათი აზრით, მმართველი გუნდი ხისტი მინისტრისგან დაუმორჩილებელ ხელოვანების გაჩუმებას შეეცდება.
უკვე გამოქვეყნდა პეტიცია, სადაც ნათქვამია, რომ თეა წულუკიანი ამ სფეროში არაკომპეტენტურია და გაუგებარია, რა ნიშნით არჩევენ აგრესიითა და ხისტი, ხშირ შემთხვევაში შეურაცხმყოფელი განცხადებების ავტორს ხელოვანების მინისტრად.
კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფის შესახებ - საქართველოს პრემიერმა გასული წლის დეკემბერში გამოაცხადა.