ფოთში მკვლელობის საქმეზე დაკავებულ, შალვა შალიკაშვილის, ბრალი წარედგინა. მკვლელობაში ბრალდებული ბრალს არ აღიარებს. შალვა შალიკაშვილი დღეს ადვოკატმა მოინახულა.
ნუგზარ ტყებუჩავა ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მკვლელობასთან კავშირს უარყოფს.
შეგახსენებთ, რომ მკვლელობა ფოთში 4 თებერვალს მოხდა. 43 წლის გურამ ახალაია პოლიციის ეზოში, საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს.
ერთერთი ვერსიით, სისხლიანი ანგარიშსწორება სავარაუდოდ, 2006 წელს მომხდარ დანაშაულს უკავშირდება, როცა ბრალდებულის ძმა გია შალიკაშვილი პალიასტომის ტბაზე მოკლული იპოვეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს და დანაშაული 7- დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ავტორი: ემა გოგოხია