"ეს წითელი ხაზის გადაკვეთაა"- ვიოლა ფონ კრამონი ნიკა გვარამიას ნომრის გამოცხადებაზე

გამოქვეყნდა:

"ეს წითელი ხაზის გადაკვეთაა" - ასე აფასებს ევროაპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი თეა წულუკიანის მიერ პარლანენტში ნიკა გვარამიას ნომრის საჯაროდ გამოცხადებას. ევროდეპუტატმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, "მთავარ არხთან" ინტერვიუში ისაუბრა:

"ჩვენ საქართველოს მხარდამჭერები და მეგობრები ვართ. ჩვენი სურვილია ვნახოთ საქართველო, როგორც დემოკრატიის მოწინავე ქვეყანა, გვჭირდება საქართველოში ყველამ გაიგოს, რომ პირადი ცხოვრების ფუნდამენტური უფლება პოლიტიკური სტანდარტის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. საზოგადოდ, ყველას თვალწინ საპარლამენტო სესიაზე სხვისი პირადი ტელეფონის ნომრის გასაჯაროება კატეგორიულად მიუღებელია. მნიშვნელობა არ აქვს თუ, ვინ გააკეთებს ამას ეს წითელი ხაზის გადაკვეთას ნიშნავს", - ამბობს ვიოლა ფონ კრამონი

თეა წულუკიანის გამოსვლას პარლამენტში ევროდეპუტატების მკაცრი და მწვავე განცხადება მოჰყვა. ერთობლივ წერილში, რომელიც დღეს მათ პარლამენტის თავმჯდომარეს გამოუგზავნეს, თალაკვაძეს საკუთარი ფუნქციები შეახსენეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი