წვეულებები, სტუმრები, საჩუქრები - 4 ქალაქის მერიამ 2020 წელს 245 ათასი დახარჯა 

გამოქვეყნდა:

შეზღუდვების მიუხედავად, თბილისის მერიამ 143,000 ლარი დახარჯა წარმომადგენლობით ხარჯებში, მათ შორის წვეულებებში - 13,518 ლარი, ხოლო სტუმრების მიღებასა და გამასპინძლებაში -.12,809 ლარი.

ქუთაისის მერიამ 84,266 ლარი ძირითადად სტუმრების მიღებასა და საჩუქრებში დახარჯა.

ფოთისა და ბათუმის მერიებმა კი შესაბამისად, 6,254 ლარი და 10,284 ლარი.

ინფორმაციას მუნიციპალიტეტების ხარჯების შესახებ "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს. ჯამში 2020 წელს დახარჯულია- 245,442 ლარი 

ცნობისთვის, წარმომადგენლობითი ხარჯები მოიცავს: მიღებების, წვეულებებისა და ღონისძიებებისათვის გათვალისწინებულ ხარჯებს, საექსკურსიო კულტურულ-სანახაობითი ღონისძიებების ხარჯებს, სუვენირების შეძენის, საკონსულო მომსახურების, აეროპორტში დახვედრისა და გაცილების, სატრანსპორტო მომსახურებისა და მგზავრობის, სასტუმროში მომსახურების ხარჯებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი