რამე კიდევ დამავალეთ, ნუ გერიდებათ - ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ირონია დეკლარაციის შევსების შეტყობინებაზე 

გამოქვეყნდა:

"გირჩი - მეტი თავისულებას" თავმჯდომარე, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსებას სთხოვენ. თუკი, დეკლარაციას არ შეავსებს მას 1000 ლარით დააჯარიმებენ, ხოლო, შემდეგ სისხლის სამართლის პასუხისგებას დააკისრებენ. 

ამის შესახებ ინფორმაციას ზურაბ ჯაფარიძე თავის Facebook-ის გვერდზე ავრცელებს. 

"ანუ, კობახიძე-თალაკვაძეებმა ჯერ გადაწყვიტეს რომ მათი ნებაა ვიქნები თუ არა პარლამენტის წევრი და ახლა მწერენ დეკლარაცია ჩაგვაბარე თორემ ჯერ 1,000 ლარს წაგართმევთ, მერე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიგცემთო. ქართული ოცნება / Georgian Dream რამე კიდევ დამავალეთ, ნუ გერიდებათ", - წერს ჯაფარიძე 

ცნობისთვის, 4 თებერვალს, პარლამენტიდან დეკლარაციის შევსების შესახებ შეტყობინება მიიღო გენერალმა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, თემურ ჯანაშიამ: რომ შევავსო, გამოდის, გამოვედი ბოიკოტის რეჟიმიდან - თემურ ჯანაშია დეკლარაციის შევსების შეტყობინებაზე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი