ნინო ხარატიშვილის "მერვე სიცოცხლე" დუბლინის ლიტერატურულ პრემიაზე წარადგინეს

გამოქვეყნდა:

ქართველი მწერლის ნინო ხარატიშვილის რომანი "მერვე სიცოცხლე (ბრილკას)" დუბლინის ლიტერატურული პრემიის ლონგ-ლისტში მოხვდა. 

რომანი გერმანულადაა დაწერილი და ორიგინალში მას Das achte Leben (Für Brilka) ჰქვია. ინგლისურად ნაწარმოები შარლოტა კოლინზმა და რუთი მარტინმა თარგმნეს. რომანი ქართულადაცაა ბნათარგმნი, ნინო ბურდულის მიერ. 

რაც შეხება ნინო ხარატიშვილს, ის არამარტო მწერალი, დრამატურგი და რეჟისორიცაა. ნინო თბილისში დაიბადა, მაგრამ ჰამბურგში მუშაობს და ცხოვრობს. იქ მას არაერთი ლიტერატურული ჯილდო აქვს მიღებული. 

თავად რომანი "მერვე სიცოცხლე" ოჯახური საგაა. გერმანიის ლიტერატურულ წრეებში ნაწარმოებმა მაშინვე მიიქცია ყურადღება. 

„ნინო ხარატიშვილმა ევროპის ისტორია ოჯახის ისტორიის სახით ხელახლა მოგვითხრო. წლის საუკეთესო გერმანული რომანი. ფენომენალურია!“, - ასე გამოხატა რომანის მიმართ დამოკიდებულება ცნობილმა თანამედროვე გერმანელმა მწერალმა ფოლკერ ვაიდერმანმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი