ცესკო ისევ გაუმჭირვალედ მოქმედებს - 62 საოლქო კომისიაში დანიშვნები საჯაროდ არ გახმოვანებულა

გამოქვეყნდა:

საარჩევნო ადმინისტრაცია ქმვემდგომ კომისიებს ისევ გაუმჭირვალედ აკომპლექტებს. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 62 საოლქო კომისიაში მუდმივმოქმედი წევრები ისე დანიშნა,რომ საჯაროდ ინფორმაცია არ გახმოვანებულა.

თუმცა, ცესკოს პრესსპიკერი ნათია იოსელიანი ამბობს, რომ პირები არჩეულ იქნა კანონმდებლობის სრული დაცვით და მათ აქვთ უფლება გაუხანგრძლივონ ვადა საოლქო კომისიაში უკვე არსებულ წევრებს. თუმცა, ირკვევა, რომ სხდომაზე მხოლოდ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები იყვნენ.

"მოქმედ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს, ვისაც უკვე გაუვათ 5 წლიანი ვადა, არ უკრძალავს კანონი, მათ შეუძლიათ შემოიტანონ საბუთები ეს ერთი და მეორე ძალიან მნშვნელოვანია გამოცდილება. მხოლოდ და მხოლოდ ესწრებოდნენ ცესკოს წევრები, სხვა ჩართული მხარეები ცესკოს სხდომაზე არ მობრძანებულან, მათ არ გამოუთქვამთ სურვილი. თუმცა, მათ ჰქონდათ იმის შესაძლებლობა, რომ მოემართათ სამდივნოსთვის", - ამბობს ნათია იოსელიანი 

არასამთავრობო სექტორში ამბობენ, რომ არჩეული პირების მიმართ არსებობს ბევრი კითხვის ნიშანი. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი