გახარია აღმოჩნდა მსხვერპლი და გამოაგდეს ეს დოკუმენტი - ოპოზიცია აუდიტის დასკვნაზე, შსს-ს ხარჯების შესახებ

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტიდან გამქრალი თითქმის 79 ათასი ლარი, ასევე დებიტორული და კრედიტორული დავალიანებებები - ეს არის მხოლოდ ნაწილი იმ დარღვევებისა, რომელიც ფინანსურმა აუდიტმა   გიორგი გახარიას მინისტრობის პერიოდის შემოწმებისას აღმოაჩინა.

ფინანსური მაკონტროლებლის ვრცელ ანგარიშთან დაკავშირებით ოპოზიციაში ამბობენ, რომ დასკვნა კლანებს შორის დაპირისპირებას უკავშირდება.

"ეს დასკვნა უკავშირდება კლანებს შორის გადანაწილებას, გიორგი გახარია არის მსხვერპლი და ახლა მის წინააღმდეგ გამოაგდეს ეს დოკუმენტი", - ამბობს ნიკა ობოლაძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალი სახე. 

აღსანიშნავია,რომ ეს პირველი აუდიტორული დასკვნაა მოქმედი ხელისუფლების პირობებში, რომელიც შსს-ს ხარჯებთან დაკავშირებით ქვეყნდება. 

საბა ბუაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი