ღარიბი თბილისის მდიდარი მერი - კალაძის ყოველდღიური და ძვირადღირებული ცხოვრება

გამოქვეყნდა:

2020 წელს თბილისელების მერის ქონება მკვეთრად  გაიზარდა, ეს დეკლარაციიდანაც ირკვევა. გამდიდრდა და მილიონობით ლარი და უძრავი ქონება დააგროვა. 

2021 წლის ქონებრივი დეკლარაციიდან, რომელიც თბილისის მერმა სამ თებერვალს შეავსო, ერთი შეხედვითაც ირკვევა, რომ შთამბეჭდავია ქონება, რომელიც  2012 წლიდან დღემდე დააგროვა

თუ 2012 წელს კალაძეს თბილისში, წყნეთსა და უკრაინაში ორ ორი საცხოვრებელი სახლი, თბილისში მხოლოდ ორი კომერციული ფართი და უკრაინაში ორი დეველოპერული კომპანია ჰქონდა, დღეს მათი რიცხვი გაცილებით დიდია.  სხვადასხვა გზებით მოპოვებული მილიონობით ლარის უკან კი უამრავი პასუხ გაუცემელი კითხვაა. ფეხბურთიდან პირდაპირ ხელისფლებაში მოსული კახი კალაძის მისამართით ყოველთვის არსებობდა უამრავი ეჭვი, მაშინ, როცა ის აღარც ფეხბურთელია და მერის ხელფასზეც უარს ამბობს, როგორ შეძლო საკუთარ ყულაბაში მილიონობით ლარის შეტანა, რომელსაც ყოველთვიურად კიდევ არაერთი მილიონი ემატება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი