მოვითხოვთ უკანონო პატიმრობიდან ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას - კარლ ჰარცელი

გამოქვეყნდა:

საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი,რომელიც დღეს, აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან ერთად პრემიერ გახარიას შეხვდა, ამბობს, რომ მოითხოვს ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. მისივე თქმით, ამ საკითხს მომავალშიც თვალყურს მიადევნებენ.

"უკვე რამდენიმე თვეა, რაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ამ საქმეს. ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა ინსტრუმენტის მეშვეობით: ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, ცხელი ხაზი, ჟენევის მოლაპარაკებები. ეს ვერდიქტი, რომელიც მოჰყვა უკანონო დაკავებას, ცალსახად წარმოადგენს სიგნალს, რომელსაც ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით. ჩვენ მოვითხოვთ ამ უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ჩვენ მომავალშიც გავადევნებთ თვალყურს ამ საკითხს. ჩემთვის დიდი პატივია, რომ პრემიერ-მინისტრის აპარატში მომიწვიეს ამ სიტუაციის განსახილველად. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ აუცილებელია ამ თემაზე თვალყურის დევნება, რადგან ის ძალიან საჭირბოროტო საკითხს წარმოადგენს",  - თქვა კარლ ჰარცელმა", 

შეგახსენებთ, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს, 5 თებერვალს, 12 წლითა და 6 თვით "პატიმრობა" მიუსაჯა.

12 წელი ოკუპანტების ტყვეობაში - განაჩენი ოჯახისთვის და ქვეყნისთვის

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი