ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, რომელიც დღეს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას შეხვდა, ამბობს, რომ ზაზა გახელაძის მიმართ ბრალდებები უსაფუძვლო და შეთითხნილია.
"აშშ-ი გამოთქვამს ძლიერ შეშფოთებას და გმობს უკანონოდ დაპატიმრებული საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ გუშინ მიღებულ ზომას. იგი გასული წლის ივლისიდან მოყოლებული იმყოფება პატიმრობაში და მას წაყენებული აქვს სრულიად უსაფუძვლო, შეთითხნილი ბრალდებები, რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი. გამოვთქვამთ იმედს, რომ სერიოზულად იქნება განხილული ამ სიტუაციის დაუყოვნებლივ გადაჭრის და საქართველოს მოქალაქის მაქსიმალურად დროულად გათავისუფლების საკითხი", - ამობს კელი დეგნანი.
შეგახსენებთ, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს დღეს 12 წლითა და 6 თვით "პატიმრობა" მიუსაჯა.
12 წელი ოკუპანტების ტყვეობაში - განაჩენი ოჯახისთვის და ქვეყნისთვის