პოლიციამ შეშა და გენერატორი მოგვპარა - ზურაბ ჯაფარიძე

გამოქვეყნდა:

"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე წერს, რომ "დედაენის" ბაღის მიდამოებიდან პოლიციამ დაუმორჩილებლობის აქციის მონაწილეების ორი მანქანა მოიპარა, რომელთაგანაც ერთზე შეშა და კასრები, მეორეზე კი გენერატორი იყო. 

20.00-ზე აქციაა პარლამენტის წინ, კომენდანდტის საათს არ ვემორჩილებით და ვაწყობთ მსვლელობას. მსვლელობა მთავრდება დედა ენის ბაღში, სადაც ვაპირებთ ღამის გათევას მუსიკის ფონზე.

ჰოდა

ცოტა ხნის წინ პოლიციამ დედა ენის ბაღის მიდამოებიდან მოგვპარა:

1 მანქანა შეშით და კასრებით

1 მანქანა გენერატორით

ახლა ვფიქრობ როგორ დავუმტკიცო ელჩებს რომ ნამდვილად გვყავდა და მოგვპარეს", - წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე "ფეისბუქზე". 

შეგახსენებთ, დაუმორჩილებლობის აქცია პარლამენტის წინ 20:00 საათზე იწყება. დაგეგმილია აქცია-პერფორმანსი და მსვლელობა, რომლის დროსაც მოქალაქეები კომენდანტის საათს დაარღვევენ, ამ ქმედებით კი პროტესტს გამოხატავენ ხელისუფლების მიერ დაწესებული კოვიდშეზღუდვების გამო.  

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი