
"ქართული ოცნების" დეპუტატების მხრიდან სიძულვილის ენას, ძალადობის წაქეზებას და აგრესიის რომანტიზებას დიდი ხანია საზოგადოება მიეჩვია, მით უმეტეს მაშინ, როცა სტანდარტს თავად თეა წულუკიანი აწესებს.
ამ აგრესიული გამოხტომების ფონზე - განსაკუთრებით საინტერესოა პარტიის რეგიონული მდივანი. სხდომათა დარბაზისგან განსხვავებით, სადაც ის მეხუთე წელია დუმს, სამხარაძე გაცილებით აქტიური სოციალურ ქსელებში და "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული ყველა რეალური თუ ვირტუალური აგრესიული დაჯგუფების მთავარი კოორდინატორია. სიძულვილის იდეოლოგიაც კლავიატურასთან იჭედება, რაც შემდეგ აგრესიულ თავდასხმებად იქცევა ხოლმე. ყველა შემთხვევაში განკარგულებების გამცემი ისევ პარტიის რეგიონული მიდვანია, რომელსაც პარლამენტში შესასვლელად თავის დროზე დიპლომის სახელდახელოდ მომზადებაც დასჭირდა.
ცოცხალი ქათამი, ნახევრად გაპუტული ქათამი, შემწვარი ქათამი და ქათმის წვნიანის მომზადების რეცეპტი - ყველა ფოტოსა თუ პოსტს „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივნის პირად ფეისბუქ გვერდზე შეხვდებით. დიმიტრი სამხარაძე ასე ცდილობს შეურაცხყოფა მიაყენოს და ხშირად დაემუქროს კიდეც პოლიტიკურ ოპონენტებსა და დამოუკიდებელ მედიას.
თამარ ჭანკოტაძე