დემონსტრანტთა მარშრუტზე პოლიციის მანქანების სიმრავლემ საცობი შექმნა - დაუმორჩილებლობის მარში

გამოქვეყნდა:

დაუმორჩილებლობის მარშის მონაწილეები მარჯანიშვილის მოედნიდან თამარ მეფის გამზირზე გადავიდნენ. მათთან ერთად გადის მარშრუტს სამასამდე ქვეითი პოლიციელი, ამავე მარშრუტზე მოძრაობს პოლიციის რამდენიმე ათეული მანქანა, მათ შორის ის მანქანები, რომლებსაც, როგორც წესი, დაკავებულთა გადასაყვანად იყენებენ. 

"მთავარის" გადამღები ჯგუფი მსვლელობის ადგილიდან იტყობინება, რომ საპატრულო პოლიციის მანქანებთან ერთად, პოლიციის მაღალჩინოსნები სხვადასხვა მარკის ავტომანქანებითაც გადაადგილდებიან. მათ შორისაა ვაჟა სირაძე, რომელმაც განაცხადა, რომ იმ დემონსტრანტების მიმართ, რომლებიც კანონს დაარღვევენ, "შესაბამისი სამართლებრივი ზომები" იქნება მიღებული. 

"ვინც დაარღვევს, შესაბამისი სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული, როგორც წინა შემთხვევაზე", - ამბობს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო შეკითზხვას, არიან თუ არა იდენტიფიცირებული სამართალდამრღვევები, კომენტარს არ აკეთებს. 

დემონსტრანტები ამ წუთებში "დედაენის" ბაღისკენ მიემართებიან, მათ მარშრუტზე პოლიციის მანქანების სიმრავლემ კი საცობი შექმნა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი