ბათუმში გამართულ დაუმორჩილებლობის აქციაზე სამართალდამცველებს და პროტესტის მონაწილეთა შორის დაპისიპირებას, რასაც 11 ადამიანის დაკავება მოჰყვა, ოპოზიცია ეხმაურება.
"აჭარის პოლიციის დეპარტამენტი თავს უფლებას აძლევს და აქციის მონაწილეებს არბევს სასტიკად... ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას. ჩვენი უპირველესი მოთხოვნაა, დატოვოს თანამდებობა აჭარის კრიმინალური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ჭედიშვილმა, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული სისასტიკით... დაკავებული მანდილოსანი პოლიციის განყოფილებაში როცა მიიყვანეს, მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს", - ამბობს "ენმ"-ის წევრი, ბონდო თედორაძე.
დაპირისპირების დეტალებს დაზარალებულებიც იხსენებენ.
"როდესაც პოლიციის ეზოში გადამიყვანეს, ჩემზე სიტყვიერად იძალადეს და შემდეგ ფიზიკურად - ერთ-ერთი პოლიციელი მოვიდა, ყელში წამწვდა და მახრჩობდა. როდესაც გაიგეს, რომ ამერიკის მოქალაქე ვარ, მითხრეს, რომ გამიშვებდნენ და გამიშვეს. დავრეკე საკონსულოში და ვაპირებ საჩივარის შეტანას", - ამბობს ქეთი გოგოლაური.
"უბრალოდ ვიღებდი ლაივს... ჭედიშვილმა წამართვა ტელეფონი და იაგო დავითაძემ შემაგინა, მიწოდა უზრდელი, შემდეგ დამაკავეს. ძალის გადამეტებაც არ ჰქვია ამას", - ამბობს ხათუნა ბერიძე.
ხმაური ბათუმში - დაუმორჩილებლობოს აქციაზე 11 მეტი აქტივისტი დააკავეს
ავტორი: თეა ვაშალომიძე