ამ წუთებში ხმაურია ბათუმში - გმირთა ხეივანზე, სადაც თბილისში "დაუმორჩილებლობოს" აქციას სოლიდარობას უცხადებდნენ და კომენდანტის საათს არ ემორჩილებიან. აქციაში რამდენიმე სპორტსმენი მონაწილეობას იღებდა.
სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებს გადაადგილების საშუალება არ მისცეს. ჩვენი ინფორმაციით, აქციის ათზე მეტი მონაწილეა დაკავებული, მათ შორის სპორტსმენი ფირუზ წულუკიძე და არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" ხელმძღვანელი, ხათუნა ბერიძე.
აქვე გეტყვით, რომ თბილისში დაუმორჩილებლობის აქცია რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, რომელიც რუსთაველის გამზირიდან 20:00 საათზე დაიწყო. ამ დროისთვის აქციის მონაწილეები დედაენის ბაღში არიან შეკრებილი, სადაც ღამეს გაათევენ და ამ ფორმით გააგრძელებენ პროტესტს- კომენდანტის საათის მოხსნასთან დაკავშირებით.
ავტორი: თეა ვაშალომიძე