"არა გიგანტურ ჰესს" - რიონის ხეობაში მასშტაბური აქცია იმართება

გამოქვეყნდა:

რიონის ხეობაში მასშტაბური აქცია მიმდინარეობს - ადგილობრივებთან ერთად, ნამახვანჰესის მშენებლობას გარემოსდამცველები და სამოქალაქო აქტივისტები აპროტესტებენ. 

  • "პროტესტი აბსოლუტურად ლეგიტიმურია, ჩვენ ვუერთდებით იმ ადამიანებს, რომლებიც 100 დღეზე მეტია აქციას მართავენ", - ამბობს დავით ქაცარავა.
  • "პანკისის ხეობაში ეს უკვე გამოვიარეთ და ზუსტად ვიცი რას ნიშნავს და რამდენად ზიანის მომტანია", - ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

ცნობისთვის, პოლიციამ ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე იარაღი და "დუბინკები" ამოიღო

სპეციალისტების თქმით, ჰესის აშენების შემდეგ, რომელიმე ჯებირის დაზიანების შემთხვევაში, წყალს 19 წუთი დასჭირდება იმისთვის, რომ ქუთაისამდე მიაღწიოს. ექსპერტების გათვლით, ისტორიულ ქალაქს 34 მეტრის სიმაღლის ტალღა დაარტყამს.

ქუთაისის შემდეგ, იტბორება მთელი კოლხეთის დაბლობი - სულ 18 მუნიციპალიტეტი და 70 დასახლებული პუნქტი. შავ ზღვას ნამახვანის რეზერვუარის წყალი ფოთის ნაპირზე შეუერთდება 2,- 2,5 მეტრის სიმაღლის ტალღით. 

ცნობისთვის, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქცია 30 იანვარს პოლიციამ დაარბია.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი