უკრაინის შემდეგ, კოვაქს პლატფორმისგან დამოუკიდებლად, მწარმოებელი კომპანიისგან კოვიდ ვაქცინა ავღანეთმა შეიძინა.
ასტრაზენეკას ვაქცინის 500 000 დოზა მათ ინდოეთიდან მიიღეს. შედეგად ქვეყანაში ვაქცინაცია უახლოეს დღეებში სარეგისტრაციო პროცედურების დასრულებისთანავე დაიწყება.
ჯანდაცვის ექსპერტების ინფორმაციით კი საქართველოში მმართველი გუნდი ისევ კოვაქს პლატფორმის იმედად არის დარჩენილი. ანალიტიკოსები მთავრობას აქტიური მოლაპარაკებებისკენ და ვაქცინაციის დროულად დაწყებისკენ მოუწოდებენ.
ევროპის ყველა ქვეყანამ დაიწყო, აზერბაიჯანმა დაიწყო, ....ჩვენთან პერსპექტივაც არ ჩანს, ეს არის ყველაზე ცუდი - ამბობს ვახტანგ სურგულაძე.
მათივე თქმით, აუცილებელია პროცესში დიპლომატებიც ჩაერთნენ.
შეგახსენებთ, უკრაინა კოვიდ ვაქცინას უახლოეს პერიოდში კოვაქს პლატფორმისგან დამოუკიდებლად მიიღებს. რაც შეეხება საქართველოს, არსებული ინფორმაციით, ქვეყანაში ჯერ "ფაიზერის" ვაქცინის დაახლოებით 30 000 დოზა შემოვა, რომელიც მხოლოდ 15 000-მდე ექიმის ასაცრელად არის საკმარისი, ამის შემდეგ კი, ქვეყანაში უკვე ასტრაზენეკას ვაქცინას შემოიტანენ.