
მუნიციპალური ტრანსპორტის ამუშავებასთან ერთად, რუსთავის მოსახლეობას სავარაუდოდ მგზავრობის ტარიფიც გაუძვირდება. ქალაქის შიდა გზებზე, მგზავრობა 10-დან 50 თეთრამდე ეღირება, არადა აქამდე სოციალურად დაუცველებისთვის უფასო, დანარჩენი მოსახლეობისთვის კი საფასური 20 თეთრი იყო.
ახალ ტარიფზე გადაწყვეტილებას საკრებულო დღეს, 8 თებერვალს მიიღებს, მანამდე კი ადგილობრივები 2 კვირა უფასოდ იმგზავრებენ. რუსთავს დღეიდან თურქეთში შეძენილი, 22 ავტობუსი დაემატება, ჯამში კი მათი რაოდენობა, თვის ბოლომდე 40-მდე გაიზრდება.
შეგახსენებთ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა საქართველოს მასშტაბით სრულად დღეიდან, 8 თებერვლიდან აღდგა.