ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ 1 პირი დააკავა

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მცხეთა-მთიანეთიას პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის  ფაქტზე 1998 წელს დაბადებული ი.ბ. დააკავეს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ, მიმდინარე წლის 3 თებერვალს, ი.ბ.-მ მის ნაცნობს - 1978 წელს დაბადებულ ტ.ქ.-ს ცხვარიჭამიაში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას გულმკერდის არეში ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. ტ.ქ. მიყენებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა", - წერია უწყების  განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა - ნივთმტკიცებად ამოიღეს.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. 

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი