
ბექა ნაცვლიშვილმა პარტია "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" ტოვა. ამის შესახებ მან სპეციალური განცხადება გაავრცელა და პოლიტსაბჭოს, პარტიის წევრებსა და ყველა მხარდამჭერს მადლობა გადაუხადა.
"პარტიას "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" აქვს დიდი პოტენციალი და ის მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის ქართულ პოლიტიკაში. სწორედ ამ რწმენით, მე ვტოვებ პარტიას ჩემი მეგობრებისა და ღირსეული ადამიანების ხელში.
პოლიტიკაში ყოფნისთვის არ არის სავალდებულო რომელიმე პარტიას წარმოადგენდე. თუ ადამიანი საჯაროდ იბრძვის უსამართლობის წინააღმდეგ და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, არ აქვს მნიშნველობა ის ამას აკეთებს პარტიის სახელით თუ მის მიღმა. მე ვტოვებ პარტიას, მაგრამ ვაგრძელებ ბრძოლას სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობისთვის, მათ შორის მინიმალური ხელფასისთვის, ღირსეული შრომის პირობებისთვის, პროგრესული გადასახადისთვის, სახელმწიფო საბინაო პოლიტიკისთვის, სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის", - წერს ბექა ნაცვლიშვილი განცხადებაში.
ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ სოციალური წარმომავლობა არ უნდა იყოს წინაღობა თვითრეალიზიისა და განვითარებისთვის და ამ პრინციპებისთვის ბრძოლა არის აუცილებელი.