გიორგი რურუას ადვოკატები და ოჯახის წევრები ოპოზიციურ პარტიებს ხვდებიან - პოლიტპატიმრობის 1.5 წელი

გამოქვეყნდა:

დღეს "მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, გიორგი რურუას, ადვოკატები და ოჯახის წევრები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდებიან. 

განსახილველი საკითხი იქნება, რა შემდგომი ნაბიჯები შეიძლება გადადგან ხელისუფლების ოპონენტებმა, რათა რურუამ დროულად დატოვოს საპატიმრო. 

"ვხედავთ, რომ გიორგი კვლავ ციხეშია. ვისაუბრებთ, გავცვლით აზრებს. დარწმუნებული ვარ, რომ ის უკანონოდ იხდის სასჯელს. ყველამ კარგად იცის საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც, რომ ის არის პოლიტიკური პატიმარი", - ამბობს გიორგი რურუას მეუღლე, სოფო სიხარულიძე.

ცნობისთვის, გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა, თუმცა საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება პროკურატურის ვერსიას არ ადასტურებდა. რურუას დაცვის მხარემ რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესების განმავლობაში, არაერთხელ დააყენა მისი გათავისუფლების შუამდგომლობა, თუმცა სასამართლო ამ გადაწყვეტილებას არ იღებდა.

პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ფასილიტატორი ელჩების შუამავლობის შედეგად, ხელისუფლებისა და ოპოზიციას შორის მიღწეული, 8 მარტის შეთანხმება გულისხმობდა. გიორგი რურუას დაკავებაში პოლიტიკურ მოტივებს ხედავდნენ საერთაშორისო პარტნიორები და საქართველოს ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ. რურუას გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილიც იყო, თუმცა ხელისუფლებამ ეს პირობა არ შეასრულა.

გიორგი რურუას 30 ივლისს მოსამართლე ვლადიმერ ბუგიანიშვილმა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი