საჩივრის კვალიფიცურად წარმოებისთვის წინა ხელისუფლებას თითქმის არაფერი გაუკეთებია - წულუკიანი აგვისტოს ომზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატის, თეა წულუკიანის განცხადებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებას სტრასბურგში, 2008 წლის ომთან დაკავშირებით, რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი საჩივრის კვალიფიციურად წარმოებისთვის არაფერი გაუკეთებია.

"ჩემი მხრიდან არ იქნება მართალი, თუ არ ვიტყვი, რომ საჩივრის კვალიფიცურად წარმოებისთვის წინა ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია, ან თითქმის არაფერი გაუკეთებია. დაე, მათ ეს ეწყინოთ და დაე, გვისაყვედურონ, მაგრამ ეს უნდა ითქვას, იმიტომ, რომ ამ დარბაზში სხედან ახალგაზრდები და გარეთაც არიან ის ახალგაზრდები, რომელთაც ამ დარბაზში უნდა ჩაგვანაცვლონ", - თქვა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, ისინი შრომობდნენ სწორედ ამ თაობისთვის, რომ დაეტოვებინათ მყარი საფუძვეი და სამართლებრივი დოკუმენტი ქვეყნის მთლიანობისთვის.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი