"მთავარ არხზე" გასული სიუჟეტის შემდეგ, თელავში მუნიციპალური ავტობუსები ამუშავდა

გამოქვეყნდა:

"მთავარ არხზე" გასული სიუჟეტის შემდეგ, თელავში მუნიციპალური ავტობუსები ამუშავდა.

5 ავტობუსი, რომელიც ხელისუფლებამ საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე შემოიყვანა, ექსპლუატაციაში დღეს შევიდა. ტრანსპორტი ამ ხნის განმავლობაში,  თელავის თეატრის მიმდებარე ტერიტორიიდან დეპოში გადაანაცვლეს,  სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაო დასრულებული არ არის.

მერიამ ოფიციალურად გამოაქვეყნა ავტობუსების განრიგი, თუმცა, ამ დრომდე არ არის მონიშნული გაჩერების ადგილები და მგზავრებისთვის უცნობია, სად უნდა დაელოდონ ტრანსპორტს. 

ინფრასტრუქტურის სამინისტრო საკითხით მხოლოდ ტელევიზიის ჩართვის შემდეგ დაინტერესდა. თელავში წარმომადგენელი მიავლინა, რის შემდეგაც, საკრებულოს სხდომა გაიმართა. სადაც  შესაბამისი სამსახურის ჩამოყალიბებას დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს.

ცნობილია, რომ  მოსახლეობას ამ ეტაპზე 5 ავტობუსი მოემსახურება და გადაადგილება უფასო იქნება. საწყის ეტაპზე სამგზავრო ავტობუსები მხოლოდ ქალაქ თელავში იმოძრავებს, მოგვიანებით კი სოფლებსაც მოიცავს. 

თვის ბოლოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქისთვის დამატებით დამატებით 5 ავტობუსის გადაცემას გეგმავს. პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 19 მილიონი ლარით დააფინანსა და ის 6 ქალაქზეა გათვლილი.

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი