2 თვის განმავლობაში საქმე არავის გახსენებია, პოლიტიკური მოტივია - მელიას ადვოკატი

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარისთვის, ნიკა მელიასთვის პროკურატურის მიერ მიცემული ვადა იწურება. ის არ აპირებს გირაო გადაიხადოს, მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო შესაძლოა დააპატიმრონ. "ქართული ოცნება" კი დღეს ამბობს, რომ მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებაზე იმსჯელებენ.

ნიკა მელიას ადვოკატი, გიორგი კონდახაშვილი ამბობს, რომ საქმეს სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს და ეს პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელებაა. რაც შეეხებათ კონსტიტუციონალისტებს, ისინი ამბობენ, რომ კონსტიტუცია არაა სამაგიდო წიგნი, რომელიც როცა გინდა სწორად შეგიძლია წაიკითხო, ხოლო როცა არ გსურს უგულვებელყო.

"სასამართლომ განუსაზღვრა 50-დღიანი გადახდის ვადა, რომელიც 23 დეკემბერს გავიდა, თუკი კანონიდან გამომდინარე ხელმძღვანელობს პროკურატურა და აღნიშნულ საქმეს საფუძვლად უდევს სამართალი, 2 თვის განმავლობაში არავის გახსენებია ეს საქმე, არავითარ დამძიმებაზე არ იყო საუბარი. პოლიტიკური მიზანშეწონილობით აქტიურდება პროკურატურა", - თქვა გიორგი კონდახაშვილმა. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ თუ ნიკა მელიას დააპატიმრებენ, ეს "ქართული ოცნებისთვის" განაჩენი იქნება, რადგან ისინი აქციებს დაიწყებენ.

ავტორი: დეა მამისეიშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი