გაერთიანებული სამეფო ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ განთავისუფლებას მოითხოვს

გამოქვეყნდა:

"გაერთიანებული სამეფო ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ განთავისუფლებას მოითხოვს", - ამის შესახებ განცხადებას გაერთიანებული სამეფოს საელჩო Facebook-ზე ავრცელებს. 

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში თავისუფლად გადაადგილება უნდა შეეძლოს.

"გაერთიანებული სამეფო ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ განთავისუფლებას მოითხოვს. ბატონ გახელაძეს სამხრეთ ოსეთის რეგიონში 12 წლითა და 6 თვით უკანონო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას", - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა გახელაძე 6 თვის წინ, 11 ივლისს დააკავეს. გახელაძეს ე.წ. სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი