შიდა ქართლი ახალი გუბერნატორის მოლოდინშია - გავრცელებული ინფორმაციით, ამ თანამდებობას კონსტანტინე ანანიაშვილი დაიკავებს, რომელიც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსობიდან გადადგა.
თავად კოტე ანანიაშვილი ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს და არც სატელეფონო ზარებს პასუხობს. ახალი გუბერნატორის შესახებ არც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ.
ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ გუბერნატორის პოზიციაზე ანანაიაშვილის გარდა ირაკლი საღარეიშვილიც განიხილება, თუმცა მათივე თქმით, ვინაიდან ანანიაშვილი საბანაძე-გახარიას კლანს მიეკუთვნება, დიდი ალბათობით გუბერნატორის თანამდებობას ის დაიკავებს.
აჭარის პოლიციის უფროსად კი სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის უფროსი, ავთანდილ გალდავა გადაჰყავთ. სწორედ გალდავამ გადასცა ზუგდიდში, ფულით სავსე ტომარა ბანკში შეჭრილ ბადრი ესებუას.
რაც შეეხება სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციას, ის ნიკოლოზ დიასამიძეს ჩააბარებს.