ამ დროისათვის უცნობია, იმსჯელებს თუ არა წმინდა სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლებაზე. დეკანოზის ოჯახს ამის იმედი არ აქვს და განმარტავს რომ მამალაძე ბიძინა ივანიშვილის და პატრიარქის პირადი პატიმარია.
11 თებერვალს, მისი დაკავებიდან 4 წლის თავზე ოჯახი საპროტესტო აქციის გამართვასაც გეგმავს.
შეგახსენებთ, მამა გიორგი მამალაძე 2017 წლის10 თებერვალს დააკავეს. ოფიციალური ვერსიით, მას ჩხრეკისას მომწამვლელი ნივთიერება, ნატრიუმის ციანიდი აღმოაჩნდა. პროკურატურის ბრალდების მიხედვით, აღნიშნული ნივთიერებით დეკანოზი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლას გეგმავდა.
ციხეში ყოფნის შედეგად დეკანოზის მდგომარეობა თანდათან უარესდებოდა, თუმცა, საპატრიარქოს ხელისუფლებისთვის მისი შეწყალების რეკომენდაციით არ მიუმართავს.
წმინდა სინოდის სხდომა 11 თებერვალს ჩაინიშნა.