განახლებული ნაციონალური მოძრაობის ახალი ინიციატივა - მთავარი ოპოზიციური ძალა ხელისუფლებას იძულებით გადაადგილებული ოჯახების დახმარების ახალ გეგმას სთავაზობს.
მის განსახორციელებლად კი არსებულ კანონმდებლობაში ცვლილებებია შესატანი. ოცნების მთავარი პოლიტიკური ოპონენტები დევნილი მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობის ოდნავ მაინც გასაუმჯობესებლად მთავრობას დევნილებისა და სოციალურად დაუცველების ფინანსური დახმარების გაერთიანებას სთავაზობენ.