გუშინ, 8 თებერვალს სოციალურ ქსელში არასრულწლოვნების ნიშნობის კადრები გავრცელდა. ვიდეოში ოჯახის წერვები 11 წლის გოგოს 15 წლის ბიჭზე ნიშნავენ. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.
არასრულწოვანი გოგოს ოჯახი ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცა არასწორია. ბებია ამბობს, რომ ვიდეო არა ნიშნობას, არამედ დაბადების დღეს ეხებოდა და ბავშვი 15 წლისაა. მისი თქმით, ბიჭის და გოგოს ოჯახები რამდენიმე წლის წინ შეთანხმდნენ, რომ მათი შვილები იქორწინებდნენ, თუმცა ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ იყო.
"არანაირი ნიშნობა და გათხოვების ცერემონიალი არ ყოფილა, უბრალოდ, დაბადების დღე ჰქონდა, ჩვენი გოგო პატარაობიდან იმ ბიჭის მშობლებს მოეწონათ და შევთანხმდით, რომ გაიზრდებიან დაქორწინდებოდნენ. ახლა დაბადების დღე რომ ჰქონდა გოგოს, ბიჭის მშობლებმა უბრალოდ ბეჭედი აჩუქეს. ჩვენ შევთანხმდით, რომ გოგო რომ სრულწლოვანი გახდება გავათხოვებთ, ჩვენ შვილს სწავლა უნდა და ახლა მერვე კლასში სწავლობს, გაავრცელეს, რომ ვითომ 11 წლის არის, სირცხვილია, ეს როგორ შეიძლება. ჩვენს გოგოს სწავლა უნდა და ამბობს, რომ მინდა სტილისტი გამოვიდეო, ბავშვს ასეთ ასაკში როგორ გავათხოვებთ", - ამბობს, ბებია, ელნაზ აჰმედოვა.
მისი თქმით, ახალა ბავშვი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია და ამბობს, რომ ყველგან მას დასცინიან, ამის გამო არ სურს სკოლაში წასვლაც.
ბებია ადასტურებს, რომ პოლიციამ ბიჭისა და გოგოს ოჯახები დაკითხა, მათ ხელიც მოაწერინეს, რომ ბავშვი 18 წლამდე არ გათხოვდება. ბებია ამბობს, რომ არასრულწლოვანის გათხოვებას 25 წლამდე არ აპირებენ, მისი თქმით, სიცრუეა ისიც, რომ გავრცელებულ ფოტოზე გოგოს გვერდით მისი საქმრო დგას.
სოფელ ფონიჭალაში მცხოვრებლები ამბობენ, რომ ბავშვი ქართულ სკოლაში სწავლობს, ის მერვე კლასშია და ვიდეოში აღბეჭდილი ღონისძიება დაბადების დღეს ეხებოდა.
პოლიციამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო, თუმცა დაკავებული ჯერ არავინაა.