განათლების მინისტრის, თქმით, სკოლებში პირბადე შვილებს მშობლებმა უნდა გაატანონ. დღეს, 9 თებერვლას საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მე-5 კლასიდან ზემოთ მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება აუცილებელი იქნება.
"ამჯერად მშობლებმა უნდა გამოატანონ პირბადე თავიანთ შვილებს, დეტალური პროტოკოლი როგორც გითხარით შემუშავდება, დაურიგდება სკოლებს, გამოქვეყნდება და რაც მთავარია, სკოლებს კომუნიკაცია ექნებათ მშობლებთან", - თქვა მიხეილ ჩხენკელმა.
მისი თქმით, მისალოცია ამბავია, რომ სასწავლო პროცესი ბუნებრივ გარემოს უბრუნდება და ყველას სურს ეს შეინარჩუნონ, რათა ონლაინ სწავლებას აღარ დაუბრუნდნენ.