მე-5 კლასიდან ზემოთ მოსწავლეებისთვის სკოლაში პირბადის ტარება აუცილებელი იქნება

გამოქვეყნდა:

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, იმისთვის, რომ ეპიდემიოლოგიური კუთხით სკოლებში კარგი ტენდენცია შეინარჩუნონ სკოლაში მე-5 კლასიდან ზემოთ, მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება აუცილებელი იქნება.

"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა სკოლაში დაწყებული მე-5 კლასიდან ზემოთ, მოსწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადეების ტარება. რაც შეეხება დეტალურ ინსტრუქციებს, ეს დღესვე დაურიგდებათ სკოლებს და ყველა სკოლა ამაზე მოახდენს კომუნიკაციას მშობლებთან. ეს დაიწყება უკვე ხვალიდან და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ის კარგი დინამიკა, რომელიც გვაქვს", - თქვა მიხეილ ჩხენკელმა. 

მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღეს. 

შეგახსენებთ, რომ სწავლა თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში საკლასო ოთახებში 15 თებერვლიდან აღდგება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი