
დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელმაც "ოცნების" წევრების განცხადებით საარჩევნო დარღვევები უნდა შეისწავლოს, ოპოზიციის თქმით ფიქციაა, რადგან საპარლამენტო არჩევნებიდან 4 თვის შემდეგ ამ დაღვევების გამოვლენა სულ უფრო და უფრო ძნელი ხდება.
ოპოზიციაში, საგამოძიებო კომისიის მიერ ოქმების გადათვლას, "ოცნებისგან" პარლამენტში შესასვლელ სატყუარად აფასებენ და ამბობენ, რომ ამას არ დათანხმდებიან.
ოპოზიციონერების თქმით დარღვევების გამოსავლენად "ოცნებას" საკმარისი დრო ჰქონდა.
არასამთავრობო ორგანიზაციები კვლავ ადასტურებენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები საქართველოს ისტორიაში ყველაზე მძიმე იყო და დიდი დარღვევებით მიმდინარეობდა.