
ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. კგბ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ რუსეთთან საზღვარზე ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატი დააფიქსირეს. თვითგამოცხადებული უწყება ამ უსა (უპილოტო საფრენი აპარატი)-ს მახასიათებლებსაც აქვეყნებს და მიუთითებს, რომ ეს იყო Global Hawk RQ-4B, რომელმაც, მათი განცხადების მიხედვით, საჰაერო სივრცე 14 და 21 იანვარს დაარღვია.
"სიცილიაში ნატოს ბაზიდან აფრენილი უპილოტო აპარატი დაფრინავდა სამხრეთ-ოსეთ-საქართველოს და რუსეთ-საქართველოს სამხრეთ ნაწილში დაფრინავდა, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის მხარის თავზე", - ნათქვამია დე ფაქტო ცხინვალის ძალოვანი უწყების განცხადებაში.
ცნობისთვის, ამერიკული უს აპარატი Global Hawk RQ-4B ავითარებს 637კმ/სთ სიჩქარეს, 5 500 კმ-იანი მოქმედების რადიუსი გააჩნია, ზონაში 24 საათიანი დაყოვნების ფუნქციით. მისი ფრენის მაქს. ხანგრძლივობა 36 საათია, სიშორე კი - 22 780 კმ.
ერთი დღეღამის განმავლობაში ამ საფრენ აპარატს 200 კილომეტრით დაშორებული, 138 ათასი კვ. მეტრის ფართობის გამოსახულების მიღება შეუძლია.