[სააკაშვილს] ლაგამი ამოსდონ, სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანასთან უხერხულია - ირაკლი ზარქუა ზელენსკის

გამოქვეყნდა:

"ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა დაუმორჩილებლობის აქციაზე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება და მოუწოდებს უკრაინის პრეზიდენტს, "ლაგამი ამოსდოს" მის ჩინოვნიკს, ასეთ მიმართვას კი იმით ხსნის, "სტრატეგიულ მეგობარ სახელმწიფოსთან უხერხულია".

"ყველა უაზრო განცხადებაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ მის (მიხეილ სააკაშვილის,-რედ.) პოლიტიკურ ხემძღვანელობასთან მაქვს თხოვნა, რომ იქნებ, ლაგამი ამოსდონ, რადგან სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანასთან უხერხულია. ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, ვინც დადგენილ ნორმებს დაარღვევს, სანქციებს ან ჯარიმებს დაექვემდებარება. ვინც სახელმწიფო ინსტიტუციების წინააღმდეგ დგამს ნაბიჯს, ის ჩვეულებრივი პროვოკატორია", - ამბობს ირაკლი ზარქუა მედიასთან საუბარში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადების პასუხად. 

შეგახსენებთ, გამოეხმაურა რა დაუმორჩილებლობის მარშს, რომელიც თბილისში ჩატარდა, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მსგავს აქციებს მიესალმება. 

"ჩვენ არ შევასრულებთ მათ რეგულაციებს, რომელსაც თვითონ არ იცავენ. ჩვენ არ დავემორჩილებით მათ სასამართლოებს, რომელიც მხოლოდ მათ სასარგებლოდ განსჯიან", - დაწერა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა "ფეისბუქზე". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი