6 თებერვალს "დაუმორჩილებლობის" აქციაზე კომენდანტის საათის დარღვევისთვის დაჯარიმებულები, დღეს, 1 საათში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას გამართავენ და 2000 ლარიან ჯარიმებს გააპროტესტებენ.
სამოქალაქო აქტივისტების ნაწილი, ვინც დაუმორჩილებლობა ხელისუფლების შეზღუდვებს მეორედ გამოუცხადა მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაიკითხებიან.
დაჯარიმებულებს შორის სამოქალაქო აქტივისტების გარდა პოლიტიკური პარტიების წევრები არიან - დაუმორჩილებლობის მარშში მონაწილეობისთვის პოლიცია მაჯარიმებს - საბა ბუაძე
სამოქალაქო აქტივისტები ჯარიმების გადახდას არ აპირებენ და ამბობენ, რომ მათ სამართალდარღვევა არ ჩაუდენიათ. აქციის მონაწილეების თქმით, პოლიცია მოქალაქეებს შერჩევითად აჯარიმებს.