"ლელოს" წევრი, საბა ბუაძე აცხადებს, რომ დაუმორჩილებლობის მარშში მონაწილეობისა და კომენდანტის საათის დარღვევისთვის პოლიცია მასაც აჯარიმებს. ამის შესახებ მან პოსტი Facebook-ზე გამოაქვეყნა.

"მოწმენდილ ცაზე მეხი გავარდა! შსს-დან დამირეკეს და მამცნეს, რომ დაუმორჩილებლობის მარშში მონაწილეობისთვის და კომენდანტის საათის დარღვევისთვის მაჯარიმებენ. აბა თქვენ იცით!" - წერს ის. 

შეგახსენებთ, რომ პოლიციამ აქციის სხვა მონაწილეებიც დააჯარიმა, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც პროტესტის მონაწილეები არ ყოფილან. 

შეგახსენებთ, "დაუმორჩილებლობის" აქციაში მონაწილების გამო, დღეს 2000 ლარით დააჯარიმეს პარტია "ლელოს" წევრი, თაზო დათუნაშვილი.

აქვე გეტყვით, რომ თბილისში, 6 თებერვალს, დაუმორჩილებლობის აქციის ერთი მონაწილე დააჯარიმეს. ხოლო, ბათუმში 11 აქტივისტი დაიჭირეს, მათგან 7 მონაწილეს ჯარიმის სახით 1000-1000 ლარის, ხოლო ერთ მონაწილეს - 1 500 ლარის გადახდა დაეკისრა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი