თუ სამი ოპოზიციური პარტია არ ჩაერთვება, ჩვენც არ შევალთ - ელისაშვილი საგამოძიებო კომისიაზე

გამოქვეყნდა:

პარტია "მოქალაქეების" ლიდერის ალეკო ელისაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ "პატრიოტთა ალიანსი", "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა", საარჩევნო საკითხებზე შექმნილ საგამოძიებო კომისიაში არ ჩაერთვებიან, მაშინ არც პარტია "მოქალაქეები" არ შევა კომისიაში.

"პატრიოტთა ალიანსი", ბოკერიას პარტია "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა". ამ ხალხს ჩვენ ყველა ფულს ვუხდიდით, რომ აქტიურები ყოფილიყვნენ კონკრეტულ საარჩევნო უბნებზე და მთელი საქართველოს მასშტაბით 3800-ვე საარჩევნო უბანზე. თუ ეს სამი ოპოზიციური პარტია არ შევა, ამ შემთხვევაში აზრი არ აქვს, ჩვენ არ გვინდა ვიღაც დეკორაცია ვიყოთ", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ელისაშვილის თქმით, აღნიშნული პარტიების საგამოძიებო კომისიაში ჩართვა, არჩევნების გაყალბების მასშტაბებს დაადასტურებს.

ოპოზიცია, კიდევ ერთი ფარსის მიღებას და ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობის მიღებას არ აპრიებს. ხელისუფლების ოპონენეტები ამბობენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" კომისიის შეთავაზება, საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანის მიზნით გამოიგონა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი